სნაიპერის გასროლა და თავდასხმა ქართველ კანონიერ ქურდზე

policia

policiaიტალიაში ქართველ “კანონიერ ქურდს” თავს დაესხნენ, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა Primecrime აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, 26 წლის გიორგი ბურდულს იგივე “გიგა დიდუბსკის” სნაიპერმა მაშინ ესროლა, როდესაც ის საკუთარ სახლში კომპიუტერთან მუშაობდა. გიორგი ბურდულს ტყვია თავის არეში მოხვდა, ის კომატოზურ მდგომარეობაში ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

Primecrime-ს ცნობით, გიორგი ბურდული “კანონიერ ქურდად” გასული წლის ზაფხულში საბერძნეთში აკურთხეს მას შემდეგ, რაც მან საპატიმრო დატოვა.

საქართველოს დატოვების შემდეგ ბურდული ნეაპოლში ცხოვრობდა.

banner
წინა სტატიაშიახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე კორუფციისგან თავისუფალ სისტემას მიიღებს