სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, მალხაზ კობაური, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი განცხადებით, ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მიმალვის რისკი არსებობს შესაბამისად, კობაურის მიმართ პატიმრობის გარდა, სხვა მსუბუქი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია.
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
უფლებადამცველების განცხადებით, საქმე ბრალდებულის ერთ ჩვენებაზეა აგებული, რომელიც კობაურს გაურკვეველ ვითარებაში აქვს მიცემული.
ადვოკატ მურმან ნიკოლეიშვილის განცხადებით, პროკურატურას ბრალდებულის ჩვენებიდან ის ნაწილები აქვს გამოყენებული, რაც ბრალდებისთვის იყო სასარგებლო.
მანამდე კი ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა მწყემსმა მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ისაუბრა.
მალხაზ კობაური ამბობს, რომ მას ტურისტები არ მოუკლავს, გარდა ამისა, მწყემსის თქმით, ადგილზე გარდა სმიტების ოჯახისა კიდევ ორი უცხოელი მამაკაცი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაში“მე ვერ ვხედავ, რა დააშავა წულუკიანმა ამისთანა, რომ ამხელა ამბები წავიდა”- რევაზ არველაძე
შემდეგი სტატიაშსს მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს