სლოვაკეთის პრემიერმა ევროკავშირის რიტუალურ თვითმკვლელობაზე ისაუბრა

სლოვაკეთის პრემიერმა ევროკავშირის რიტუალურ თვითმკვლელობაზე ისაუბრა

სლოვაკეთის პრემიერმა ევროკავშირის რიტუალურ თვითმკვლელობაზე ისაუბრასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა, საემიგრაციო პოლიტიკის გამო, თვითმკვლელობის რიტუალი განახორციელა – ეს განცხადება მან ჩეხურ გამოცემა Pravo-სთან საუბარში გააკეთა.
“შესაძლებელია, ისევ დამაყრიან კრიტიკას. მგონია, რომ ევროკავშირი ახლა რიტუალურ თვითმკვლელობას ანხორციელებს და ჩვენ, უბრალოდ, ვაკვირდებით, როგორ ხდება ეს. ევროპაში მიგრანტების ტალღის შესაჩერებლად, აუცილებელია ევროკავშირმა თურქეთთან კონტაქტები განაახლოს – ეს ერთადერთი საშუალებაა” – თქვა მან.

გარდა ამისა, ფიცომ ევროკავშირს მოუწოდა შენგენის საზღვრები გააძლიერონ და განაცხადა, რომ მიგრანტების კვოტების პოლიტიკამ ვერ გაამართლა.
სლოვაკეთი ევროკავშირის წევრია 2004 წლიდან. საემიგრაციო კრიზისის შემდეგ, ბრატისლავამ უნგრეთთან, პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად მკაცრი პოზიცია დაიჭირა და უარი განაცხადა მიგრანტების კვოტების სისტემით მიღებაზე.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის წევრი ქვეყნები სასაზღვრო კონტროლს 2 წლით შემოიღებენ
შემდეგი სტატიათბილისის შემოვლით გზაზე მისაბმელიანი ავტოტრასნპორტის მოძრაობა აღდგენილია