Sky News-მა განაცხადა რომ სირიის ხელისუფლება და „ისლამური სახელმწიფო“ თანამშრომლობენ

სირიის ხელისუფლება ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობს, ამასთანავე, ძველი ქალაქი პალმირა ზუსტად ამ თანამშრომლობის და მოლაპარაკების ნიადაგზე იქნა განთავისუფლებული – ასე ამტკიცებს ბრიტანული Sky News მის ხელთ არსებული საიდუმლო მასალების მიხედვით, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკუთვნის.
Sky News-ს გამოძიებაში მოყვანილია წერილი, სადაც წერია, რომ სირიის მთავრობისათვის პალმირას გადაცემა მთელი რიგი მოლაპარაკებების ფონზე მოხდა. ერთ-ერთ დოკუმენტში საუბარია პალმირადან ტერორისტების მიერ მძიმე არტილერიის გაყვანის შესახებ.
გარდა ამისა, ტელეარხი ამტკიცებს, რომ დამასკო წლების მანძილზე „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობს ყიდულობს, ასევე, მოსახლეობის ევაკუირებას „ისლამური სახელმწიფოს“ რჩევით იწყებს.
ტელეარხის ინფორმაციით, წერილების ავთენტურობა არ არის დადგენილი, თუმცა, წინა მსგავსი წერილები ნამდვილი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ტელეარხთან ინტერვიუში სირიელები კონფლიქტის მხარეების „ფართო თანამშრომლობაზე“ საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ ანტიკური პალმირა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.

banner
წინა სტატიაშიბელგიის სპეცსამსახურები ქვეყანაში შესაძლო ახალ ტერაქტებზე საუბრობენ
შემდეგი სტატიააშშ-ში ევროპაში სამხედრო კონტიგენტის გაზრდის სურვილის შესახებ განაცხადეს