სკრიპალის საქმეზე აშშ ლონდონს მხარდაჭერას უცხადებს

აშშ-ს გენერალურმა მდივანმა რეკს ტილერსონმა დიდ ბრიტანეთს რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტის და მისი ქალიშვილის სოლსბერიში მოწამვლის გამო სრულ მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადებს. ტილერსონის თქმით, ისინი ლონდონის დასკვნებს ეთანხმებიან სკრიპალის მოწამვლის რუსულ ვარიანტთან დაკავშირებით.
“მსგავსი თავდასხმა და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე სრულებით დაუშვებელია და მას გამართლება არა აქვს. ჩვენ აღშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ რუსეთი ისევ განაგრძობს მსგავს მოქმედებებს. უკრაინადან და სირიადან დაწყებული, ახლა უკვე ბრიტანეთი – რუსეთი უპასუხისმგებლო ძალად რჩება მსოფლიოში, რომელიც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და სიცოცხლეს ღიად ემუქრება” – თქვა ტილერსონმა. ამასთანავე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რუსული მომწამვლელი ნივთიერება რუსეთის მთავრობის ნებართვით იქნა თუ არა გამოყენებული – “ბიბისი” წერს.

დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა ბრიტანეთს მოუწოდა მოსკოვს გადასცეს იმ ნივთიერების ნიმუში, რომელითაც, ბრიტანეთის სპეცსამსახურების თქმით, რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. ლავროვის თქმით, ბრიტანეთი საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, ვალდებულია ასე მოიქცეს.

“თუკი ვისაუბრებთ იმაზე, რა უნდა გააკეთოს ბრიტანეთმა ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად, მაშინ ასე ასეა: პირველი – დაუყოვნებლივ, მაშინათვე, როგორც კი ეჭვი გაჩნდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება იქნა გამოყენებული, რომელიც კონვენციით აკრძალულია, მათ დაუყოვნებლივ უნდა მიემართათ იმ ქვეყნისთვის, რომელიც აღნიშნული ნივთიერების მწარმოებელია” – თქვა ლავროვმა. ასევე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ მოსკოვმა ლონდონს ოფიციალურად მოსთხოვა ნივთიერებაზე წვდომა, რომლითაც, სავარაუდოდ, მოწამლეს სკრიპალი, თუმცა, ბრიტანეთმა უარი განაცხადა. ლავროვმა თქვა, რომ თუკი ეს ინფორმაცია ოფიციალურად იქნება მიღებული, რუსეთი მზად არის ბრიტანეთთან ითანამშრომლოს.

“ეს ან რუსეთის მთავრობის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი მოქმედებაა, ან რუსეთის მთავრობამ დაკარგა კონტროლი კატასტროფულად საშიში მომწამვლელი ნივთიერების გავრცელებაზე და ის სხვის ხელში მოხვდა” – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა გუშინ პარლამენტში. მან რუსეთს სამშაბათემდე მისცა ვადა, რომ მომხდარზე ახსნა-განმარტება გააკეთონ.

banner
წინა სტატიაშიბესიკ ფარცვანია: მუჟავას გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება
შემდეგი სტატიალავროვი სკრიპალის საქმეზე: ბრიტანეთი საერთაშორისო ნორმებს არ იცავს