სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლეების დაჭრა სკოლის გარეთ მოხდა

მოზარდების დაჭრა საბურთალოზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე მოხდა, – ამის შესახებ 35-ე საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს. მიხეილ ჩიკვილაძის ინფორმაციით, ორივე დაჭრილი მისი სკოლის მოსწავლეა.

„ორივე მოზარდი ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ისინი გამოირჩევიან კარგი დისციპლინით, აქამდე არანაირი უთანხმოება არ ჰქონიათ. პედაგოგები დადებითად ახასიათებენ. შემთხვევა სკოლის ტერიტორიზე არ მომხდარა, რადგან შვიდ საათზე სკოლაში არავინ არის. მშობლებისგან გავიგე, რომ დაჭრის ფაქტი მოხდა ყაზბეგის ქუჩაზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე“,- განაცხადა მიხეილ ჩიკვილაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სკოლის მოსწავლეებს ჭრილობები სავარაუდოდ ბასრი საგნით აქვთ მიყენებული.

banner
წინა სტატიაშიშსს პირველ ინფორმაციას ავრცელებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილი მოზარდების შესახებ
შემდეგი სტატიარუსეთი ცდილობს მეზობლების გაკონტროლებას, როგორც ამას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ვხედავთ