სკოლებში, სადაც გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია, სწავლა 1-ელი თებერვლიდან განახლდება

news
: news იანვარი 29, 2016 13:11

სკოლებში, სადაც გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია, სწავლა 1-ელი თებერვლიდან განახლდება

იმ სკოლებში, სადაც ამჟამად გრიპის ვირუსის გამო სწავლა შეჩერებულია, პირველი თებერვლიდან სწავლა განახლდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის #87 საჯარო სკოლაში სტუმრობისას განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა.

ლია გიგაურმა სკოლაში სასწავლო პროცესი დაათვალიერა, თუ როგორ ახორციელებს #87 საჯარო სკოლა ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. როგორც ლია გიგაურმა საუბრისას აღნიშნა, გუშინდელი მდგომარეობით სწავლა 276 სკოლაში იყო შეწყვეტილი გაცდენების გამო, დღეს ამ სკოლებს კიდევ 15 საჯარო სკოლა დაემატა, რომელთაგან ერთი თბილისშია.
“სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მონიტორინგი ვაწარმოოთ ადგილზე სკოლებში რამდენი სწორად ხდება პრევენციული ღონისძიებების გატარება”, – აღნიშნა ლია გიგაურმა.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ იმ სკოლებში, სადაც ამჟამად სწავლა შეჩერებულია, არსებული სიტუაცია დროულად გამოსწორდება.
“ყველა იმ სკოლაში სადაც ამჟამად სწავლის პროცესი შეჩერებულია, სწავლა პირველი თებერვლიდან განახლდება. სკოლებში ადგილზე გასვლას, დასწრებისა და რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს კვლავაც გავაგრძელებთ. იმ შემთხვევაში თუ იქნება დამატებითი რისკები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

news
: news იანვარი 29, 2016 13:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics