„სკოლებში, სადაც ჩვენ არ მიგვიტანია ვაშლები, ბავშვებმა მიიტანეს და მიირთმევენ”

ვაშლების პროგრამას პირველი და მთავარი ეფექტი მოჰყვა ის, რომ ყველა ჟურნალისტი ამ ქვეყანაში ყოველდღე ლაპარაკობს ამაზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ვაშლების პროგრამის ეფექტიანობის შეფასებისას განაცხადა.

„სკოლებში, სადაც ჩვენ არ მიგვიტანია ვაშლები, ბავშვებმა მიიტანეს და მიირთმევენ. ოჯახებმა მიაქციეს ყურადღება თავიანთი შვილების ჯანსაღი კვების საკითხს. ჩვენი ამოცანა ეს იყო სწორედ, რომ მედიის დახმარებით მთელი ქვეყნის ყურადღება მიგვექცია იმისთვის, რომ ბავშვი რას ჭამს სკოლაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვთქვათ, რას სწავლობს და რა სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობს. ეს პროგრამა ძალიან ხალისიანად დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ასევე ხალისიანად გაგრძელდება”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშისაბავშვო ბაღთან თხევადი გაზის ბალონი აალდა – შემთხვევა ბათუმში
შემდეგი სტატიასახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა გაგვიმარტივებს საქმეს და ავცდებით უამრავ ხათაბალას- სიგუა