სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლების საკითხზე შეხვედრა გაიმართება

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, ხვალ სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლების საკითხზე შეხვედრა გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, უწმინდესის კურთხევით, საზოგადოებასთან აქტუალურ თემებზე საუბარი გრძელდება.

„ამჯერად შეხვედრაზე მოვისმენთ სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებულ შეხედულებებს. მოწვეული იქნებიან განათლებისა და კულტურის სამინისტროების, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, სახალხო დამცველის ოფისის, რელიგიის საბჭოს, სხვადასხვა კონფესიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – განაცხადა მამა ანდრიამ.

პატრიარქის კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში აქტუალურ თემებზე შეხვედრები გასული წლის ოქტომბრიდან პერიოდულად იმართება.

banner
წინა სტატიაშიელტონ ჯონის საქართველოში დაგეგმილი კონცერტი შესაძლოა, ისევ არ ჩატარდეს
შემდეგი სტატიასაქართველოში ტურისტული მიზნით ჩავედი – მოვუწოდებ ლეგენდების მძებნელებს, ჩააცხრონ ბობოქარი ფანტაზია და რეალური პრობლემების გაშუქებით დაკავდნენ