სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე, კახაბერ ტყებუჩავა დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს მოატყუა, თითქოს დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაეხმარებოდა მას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღებაში. აღნიშნულის სანაცვლოდ, კახაბერ ტყებუჩავამ დაზარალებულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა 1 200 აშშ დოლარი.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ძალიან გავლენიან პოლიტიკოსებზეა საუბარი”-ელისაშვილი დაკითხვაზეა
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორის მოადგილე ალეკო ელისაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს