სხვა ვარიანტში ჩვენ ევროინტეგრაციასა და მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით წინსვლა არ გვექნება

რუსთავი 2 -ის შენობასთან იმყოფება მამუკა კუდავა, მოძრაობა “ივერიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ის აცხადებს, რომ ტელეკომპანიის შენობასთან საკონსტიტუციო გადატრიალების გასაპროტესტებლად მივიდა.

“აქ მოვედი არა რუსთავი 2-ის დასაცავად, აქ მოვედი საკონსტიტუციო გადატრიალების გასაპროტესტებლად. ისიც კარგად მახსოვს, რომ ბევრი ადამიანია, ხელისუფალი სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ცდილობდნენ კონსტიტუციაზე მაღლა დამდგარიყვნენ. იგივე ხდება ახლა საქართველოში. მე მინდა ვიყო იმ ხალხის გვერდზე, რომელიც ახლა საკონსტიტუციო გადატრიალებას აპროტესტებს. ამას მე სხვანაირად ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ, სხვა ვარიანტში ჩვენ ევროინტეგრაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით წინსვლა არ გვექნება. ამის დადასტურება იყო წინა დღეებში, როდესაც საქართველოს პრემიერი იმყოებოდა ლიტვაში, ესტონეთში და პირველი კითხვები ჟურნალისტებისგან უცხოეთში, ასევე ჩვენი მთავარი პარტნიორებისგან იყო – რა ხდება მედიის თავისუფლების მხრივ, რატომ არის ასეთი ზეწოლა ამ კონკრეტულ ტელევიზიაზე. მე არ მინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს ასეთი შესუსტებული პოზიციები საერთაშორისო არენაზე, იმიტომ რომ გადაიდება ის მთავარი საკითხები, რომლებიც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე გვქონდა დასაყენებელი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. თუმცა ის , რაც ახლა რაც მოვისმინე არის არა მარტო კანონზე, არამედ კონსტიტუციაზე მაღლა დგომაც”, – განაცხადა მამუკა კუდავამ.

banner
წინა სტატიაში,,მაინტერესებს რატომ არ უყვართ და რატომ სძულთ ეს ქვეყანა სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც”
შემდეგი სტატია,,ჩემთვის ეს გარდაცვლილი სასამართლო კიდევ ერთხელ გარდაიცვალა”