სხვა ვალუტასთან შედარებით ლარი მდგრადია – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა ,რომელიც ლარი სგამყარებას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, მეზობელი ქვეყნების ვალუტასთან შედარებით ლარი მდგრადია.

„მთავარი მიზეზი არის ის, რომ აღინიშნება სერიოზული დევალვაცია ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც არის ჩვენი სავაჭრო პარტნიორი. სხვა სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან შედარებით, ჩვენი ვალუტა არის ბევრად უფრო მდგრადი. ეს არის რეალობა და ესეც არის მთავრობის დამსახურება.

“რაც შეეხება მთავრობის გეგმებს, არის კონკრეტული ეკონომიკური გეგმა შემოთავაზებული, არის ბიუჯეტში შემოთავაზებული, არის ბიუჯეტში კონკრეტული ასპექტები გათვალისწინებული, რომელთა მიზანი არის სწორედ ეკონომიკური განვითარების ტემპების დაჩქარება,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიძარცვა სადღესასწაულო ცენტრში – წაღებულია ფული და ინვენტარი
შემდეგი სტატიაგზებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს