სხვა კონკრეტულ საქმეებზე არსებობს კითხვები, რომელზეც უგულავას პასუხის გაცემა მოუწევს – კახი კალაძე

გიგი უგულავას გათავისუფლებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. განმარტებები მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც გააკეთეს.

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და აბსოლუტურად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს.

„რაც შეეხება ბატონ უგულავას, მე როგორც ვიცი და ინფორმაცია მაქვს, სხვა კონკრეტულ საქმეებზე არსებობს კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა მოუწევს,“ – განაცხადა კახი კალაძემ.

გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, გიგი უგულავას გათავისუფლება მისი უდანაშაულობის დადასტურება არ იყო.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თბილისის ყოფილ მერს ამნისტიის შესახებ კანონის მიხედვით, სასჯელი შეუმცირდა. დავით სერგეენკოს განცხადებით, უგულავას ციხიდან გამოსვლა ოჯახის წევრებისთვის დადებითი ფაქტია.

banner
წინა სტატიაშიდღეს საშობაო ალილო გაიმართება
შემდეგი სტატია“ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს სერგო რატიანს უპასუხეს