სხდომაზე ხმაურის მიუხედავად, სემეკ-მა „თელასის“ საკითხს კენჭი უყარა

სემეკ-მა კომპანია „თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე ამ წუთებშიც ხმაურია, სემეკი-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ და სემეკის წევრებმა საკითხს მაინც კენჭის უყარეს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე საპატრულო პოლიციც იმყოფება, რომელიც, მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სხდომა ხმაურის გამო შეწყდა.

სხდომაზე, „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ სემეკს მოუწოდა, არ დაუშვას ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება. „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლებმა სხდომის შეწყვეტაც მოითხოვეს. საბოლოოდ, ხმაურის გამო, სხდომა შეჩერდა.

რამდენიმეწუთის შემდეგ სხდომა კვლავ ხმაურის ფონზე განახლდა, რის შემდეგაც სხდომაზე სემეკი-ის დაცვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები შევიდნენ.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას „თელასის“ სატარიფო განაცხადზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად 150 დღიანი ვადა აქვს, ანუ ,,თელასის” შემთხვევაში ეს ვადაა – 2017 წლის 31 დეკემბერი.

„თელასმა“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით სემეკ-ს სატარიფო განაცხადით 4 აგვისტოს მიმართა.

როგორც სემეკ-ში განმარტავენ, საუბარია ტარიფების ყოველწლიურ გეგმურ გადახედვაზე.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, სიახლე არის ის, რომ დადგენილი ტარიფი ძალაში არა ერთი, არამედ 3 წლის განმავლობაში იქნება.

„იქნება 3 წლიანი რეგულირების პერიოდები და ამ პერიოდის დამთავრების შემდეგ თავიდან მოხდება ამ ტარიფების გადაანგარიშება”, – განუცხადა ჟურნალისტებს სემეკ-ის წევრმა შონიამ და დასძინა, რომ მოხდება შიდა გადახედვები და თუ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც კომპანიას პრობლემებს შეუქმნის, კომისიას ექნება უფლება, რომ კორექტირება მოახდინოს.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ,,ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესში „კომპეტენციის ფარგლებშია ჩართული“
შემდეგი სტატიაბარსელონას ტერაქტში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება