სკანდალური პროგნოზი – იყრის თუ არა პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს და როგორ გადანაწილდება რუსეთის ხელისუფლებაში თანამდებობები

არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ-ერთი რუსი ბლოგერის გვერდზე რუსეთში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ანალიზი გამოქვეყნდა. მართალია, ინტერნეტსივრციდან მალევე გაქრა, მაგრამ „თაიმერმა“ ამ მასალის მოპოვება შეძლო. ისე, რთული სათქმელია, თუ რას ეყრდნობა ეს პროგნოზი, ან მისი ავტორი საქმეში რამდენადაა ჩახედული, მაგრამ ქართველი მკითხველისთვის მისი გაცნობა ინტერესმოკლებული ნამდვილად არ იქნება:


„1.ვლადიმერ პუტინი არჩევნებზე კენჭს არ იყრის;
2. მისი შემცვლელი ტულის ოლქის გუბერნატორი, 45 წლის ალექსეი დიუმინი (Алексей Дюмин) იქნება;
3. არჩევნები ჩატარდება ყირიმის შეერთების დღეს – 18 მარტს. დიუმინს, როგორც რუსეთის სპეცოპერაციათა ძალების სარდალს, ამ ოპერაციისთვის მიენიჭა „რუსეთის გმირის ვარსკვლავი“. სხვათა შორის, სპეცოპერაციათა ძალების დღე 27 თებერვალს, ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღეს უნდა აღინიშნოს. საარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად, მიეძღვნება ალექსეი დიუმინს, რომელიც უშიშროებისა და თავდაცვის სისტემაში 20 წელი მსახურობდა;
4. მთავრობის თავმჯდომარე გახდება ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორი, ეკონომისტი ანდრეი ნიკიტინი (Андрей Никитин);
5. თავდაცვის მინისტად დარჩება სერგეი შოიგუ. „ყირიმის გაზაფხულმა ერთი ჯაჭვით შეკრა პუტინი, დიუმინი და შოიგუ“, რაც მათი უსაფრთხოების გარანტიაა.
6. უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თავმჯდომარე გახდება ევგენი ზინიჩევი (Евгений Зиничев), რომელიც დიუმინის კოლეგაა. სწორედ ამიტომ მან დატოვა კალინინგრადის გუბერნატორის თანამდებობა და ამჟამად ФСБ-ს თავმჯდომარის მოადგილეა.
7. “როსგვარდიაში” (Росгвардия) დარჩება პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი ვიქტორ ზოლოტოვი (Виктор Золотов);
8. ვიაჩესლავ ვოლოდინი (Вячеслав Володин) სახელმწიფო დუმის თავმჯდომარედ 2021 წლამდე დარჩება.
9. სობიანინი (Собянин) 2018 წლის ოქტომბერში, თუ არჩევნებში მონაწილეობას სერგეი კირიენკო (Сергей Кириенко) არ მიიღევს, შესაძლოა, კვლავ მოსკოვის მერად აირჩიონ. სხვათა შორის, კირიენკო მოსკოვის მერობაზე 1999 წელსაც იყრიდა, მაგრამ იური ლუჟკოვთან დამარცხდა (Юрий Лужков);
10. ზიუგანოვი, ჟირინოვსკი და მირონოვი (Жириновский, Зюганов, Миронов) ვალდებულნი იქნებიან, არჩევნებზე სტატისტების როლი შეასრულონ – ეს მათთვის უკანასკნელი არჩევნები იქნება;
11. არაა გამორიცხული, რომ არჩევნებზე დაუშვან ალექსეი ნავალნი (Алексей Навальный), რომელსაც დიუმინი მეორე ტურში დაამარცხებს. ახალი პრეზიდენტი 12 წლით მოვა. არჩევნები მაღალი აქტივობის ფონზე ჩატარდება. მეორე ტური 1 აპრილს გაიმართება და დიუმინი ხმათა 70% დააგროვებს.
12. ნებისმიერ შემთხვევაში, ზიუგანოვის, ჟირინოვსკის და მირონოვის წასვლის შემდეგ, სახელმწიფო დუმაში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება, რომელსაც სათავეში ალექსეი ნავალნი ჩაუდგება.
13. რუსეთის კურსი ევროპული იქნება და ყველა “ბნელეთის მოციქული” (ჟურნალისტები – სოლოვიოვი, კისელიოვი და სხვანი) უტილიზაციას მიეცემიან.
14. პუტინი იქნება “ერის მამა” და მისი თანამდებობის სახელწოდებას მოგვიანებით მოიფიქრებენ;
15. მთავრობის ახლანდელი თავმჯდომარე, დიმიტრი მედვედევი (Дмитрий Медведьев) ან “გაზპრომის” სისტემაში გადავა, ან სათავეში საკონსტიტუციო სასამართლოს ჩაუდგება.
სხვათა შორის, ეს ინფორმაცია კრემლის პოლიტიკურ ისტებლიშმეტში ღია დაპირისპირების საბაბი გახდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას მოსკოვში ჰენრი კისინჯერის გასაუდუმლოებული ვიზიტი უძღოდა. დასვალეთის მოთხოვა იყო, რომ პუტინს არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო თუ მიიღებდა, ნამდვილ ეკონმოლიკურ სანქციებს დაუწესებდა.გავრცელებული ინფოამციით მოთხოვნა ძალაშია. ასევე ვრცელდება  ინფორმაცია, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა შესაძლოა ქვეყნიდან 35 ამერიკელი დიპლომატი გააძევოს და ქვეყანაში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის წევრთა რაოდენობა შეზღუდოს, თუ დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს ხელს მოაწერს.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს, შეერთებული შტატების მთავრობამ 35 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ნიუ ორკსა და მერილენდში ორი აგარაკი დახურა. ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება ახსნა როგორც აუცილებელი ზომები არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასა და ამერიკელ დიპლომატებზე ზეწოლის საპასუხოდ.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიგიორგი ალანია: ნუ იქნებით ამ რუსი „შესტიორკის“ დედლები!
შემდეგი სტატიაპარასკევს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს