სკანდალური ფოტო: პატრიარქის ჯილდო და შეხვედრა სეპარატისტებთან

29 მარტს სოციალურ ქსელში სარმატ ბოსიკოვის ექაუნტით სკანდალური ფოტო განთავსდა, რომელზეც საქართველოს კათალკოს პატრიარქთან ერთად შეხვედრაზე მისული ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივანი ანატოლი პლიევი, ოსური წარმოშობის ცნობილი ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი და საქართველოს პირველი ელჩი აშშ-ში პეტრე ჩხეიძე არიან გამოსახულნი.
ავტორის ინფორმაციით, ფოტო 2013 წლის იანვარში, კათალიკოს პატრიარქ ილია მეორის მოსკოვში ვიზიტის დროს, სასტუმრო ,,უკრაინაშია,, გადაღებული. ამ ვიზიტის პერიოდში, ქართველი პატრიარქისა და რუსეთში ოსური დიასპორის წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ მაშინდელ პრესაშიც გაჟონა ინფორმაციამ, თუმცა ავტორი მიიჩნევს, რომ სამხრეთელი ოსების ამჟამინდელი ლიდერი – ლეონიდ თიბილოვი საგულდაგულოდ მალავდა მისი წარმომადგენლის ყოფნას ქართველ პატრიარქთან შეხვედრაზე, რომელიც გოჩა ძასოხოვმა მოამზადა… მალავდა აგრეთვე ინფორმაციას იმ ჯილდოს შესახებ, რომელიც ილია მეორემ თიბილოვს პლიევის ხელით გაუგზავნა (წითელი კოლოფი მაგიდაზე, რომელსაც პლიევი ათვალიერებს – რედ.)
ზემოაღნიშნულმა ფოტომ და ავტორის კომენტარებმა, სადაც ის აღნიშნავს, რომ 2 წელი საგულდაგულოდ ინახავდა ამ ფოტოს, რომ თიბილოვისთვის, რომელიც მისი აზრით ქართველებთანაა შეკრული, გადამწყვეტ მომენტში დაერტყა, სოციალური ქსელის ოსური ეროვნების მომხმარებლებს შორისა სკანდალი გამოიწვია… სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ლეონიდ თიბილოვის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ თიბილოვი უნდა მოშორდეს ოსეთის მართვას. ხოლო მისი მომხრეები თვლიან, რომ ამ ფოტოს და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ავტორები ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის რევანშისტი მომხრეები არიან, რომელთაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ.

“თაიმერი”

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“დიახ, ამ ხელისუფლებამ ჩაწერა ორი პირადი ცხოვრება” – ნინო გოგუაძე
შემდეგი სტატიასანდრო იცოდე,ვერავითარი იარაღი და გარეშე ძალა ვერ მოგვერევა თუ შიდა ღალატი არ იქნება