სკანდალური განცხადება : “სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებელი შსს-ს მაღალჩნოსანს ბიზნესის მითვისებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს

სამშენებლო კომპანია “სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებელი შსს-ს მაღალჩინოსანს ბიზნესის მითვისებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ერთ ერთი მშენებარე კორპუსი მას ზეწოლის შედეგად გადააფორმებინეს

“ამ პროცესებს უკავშირებ ბევრ რამეს. პირველ რიგში იმ რეკლამას, რომელიც გავიტანეთ და იმის მერე შემოვიდა საგადასახადო და დღემდე ჩვენთან არის, გვამოწმებენ და ვერ შეგვამოწმეს. მეორე საკითხი არის, 14 მარტს ერთ ერთი ჩვენი კომპანია თაღლითურად მიითვისეს თაღლითურმა ჯგუფმა, რის შესახებაც განვაცხადეთ ჩვენ შესაბამის უწყებებში და დღემდე არ არის არანაირი რეაგირება არავის მხრიდან. ამ ყველაფრის უკან დგანან, ამ ჯგუფის უკან დგას მთავარი სამმართველოს ერთ ერთი მაღალჩინოსანი ბატონი სოსო სიგუა.

ჩემმა იურისტმა მინდობილობის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვქონდა მიცემული, რომ ხელი მოეწერა გარკვეული დოკუმენტებისთვის, გამოიყენა ბოროტად და გადაიფორმა თავის სახელზე ერთ ერთი კომპანია, რომელსაც მეორე დღეს, ცდილობდა, რომ გაესხვისებინა 100 ლარად მესამე პირზე” განაცხადა გიორგი სოზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს აღმაშენებლის ხეივანში სპეცოპერაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ბიუჯეტი, რომელიც ვერ დაგვიცავს უმუშევრობისგან და ფასების ზრდისგან” – ოპოზიცია 2018 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს