სკანდალურ ვიდეო მასალაზე ჟურნალისტებმა კუბლაშვილი გამომძიებლებზე ადრე ამოიცნეს

პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ლაშა თორდიას ახალი ვიდეო კადრების წამოწევის მიზანია შარდენზე მომხდარი ფარცხალაძის ინციდენტის გადაფარვა. მისი თქმიT, თავად ამ საქმეზე არ დაკითხულა და არც იცის მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება.

,,ტვ პირველთან“ კუბლაშვილი იმასაც ამბობს, რომ ამ კადრებში სავარაუდოდო გამოძიებამ ის ვერ ამოიცნო ,სამაგიეროდ იცნეს ჟურნალისტებმა, კუბლაშვილი ამ ფაქტს სამართალდამცავ ორგანოებთან აკავშირებს და აცხადებს, რომ სავარაუდოდ იმ ჟურნალისტების წყარო,თავად საგამოძიებო უწყება იყო.

,,ვინც ეს კადრები წამოწიეს მიზანი აქვთ, რომ ყურადღება გადაგვატინინო სხვა თემაზე. როგორც ჩანს გამოძიებამ ვერ ამომიცნო, მაგრამ როცა კადრები გასაჯაროვდა ამომიცნეს ჟურნალისტებმა, ვფიქრობ წყარო იმ ჟურნალისტებისთვის არის სამართალდამცავი ორგანო“- ამბობს კუბლაშვილი.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/amxile/videos/1417195275007313/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველი ბავშვის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ეხმიანება
შემდეგი სტატიაჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ღია წერილით მიმართავს ,,ლიტერატურული საქართველოს” მთავარ რედაქტორს