სკანდალი რუსთავის თეატრში – დირექტორის გათავისუფლებას თანამშრომლები აპროტესტებენ

news
: news თებერვალი 20, 2016 18:53

სკანდალი რუსთავის თეატრში – დირექტორის გათავისუფლებას თანამშრომლები აპროტესტებენ

მნიშვნელოვანი

  • ქალაქ რუსთავის თეატრის დასის წევრები დირექტორის შესაძლო გათავისუფლებას აპროტესტებენ და რუსთავის მერთან შეხვედრას ითხოვენ.

სხვა სტატიები

ქალაქ რუსთავის თეატრის დასის წევრები დირექტორის შესაძლო გათავისუფლებას აპროტესტებენ და რუსთავის მერთან შეხვედრას ითხოვენ.

თეატრის თანამშრომლები მერიის მხრიდან უხეშ ჩარევაზე საუბრობენ. მათი თქმით, თეატრის დირექტორმა, ლალი თაბაგარმა, წერილი, სადაც ქალაქის მერი მის გადადგომას ითხოვს, რამდენიმე დღის წინ მიიღო.

მსახიობები ამ გადაწყვეტილებას აუდიტის დასკვნას უკავშირებენ. თეატრის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მერიის შიდა აუდიტმა აბსურდული დასკვნა დადო, რის შემდეგაც თეატრს დაფინანსება 85 ათასი ლარით შეუმცირდა.

თეატრში მსახიობების ნაწილს განსხვავებული მოსაზრება აქვს.

შიდა აუდიტის დასკვნის დეტალებზე არ საუბრობენ რუსთავის მერიაში. აპირებს თუ არა მერია აუდიტის მასალების პროკურატურაში გადაგზავნას, ჯერჯერობით უცნობია.

news
: news თებერვალი 20, 2016 18:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics