სკანდალი – ოხანაშვილი იმ პირებს ასახელებს, ვინც საპატრიარქოში შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობდნენ

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ე.წ. ციანიდის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში პატიმართა შეწყალების საქმეებში ილია მეორის მდივან-რეფერენტის გავლენების შესახებ საუბროს.

ჩანაწერში, რომელიც კურიერმა მოიპოვა, სოსო ოხანაშვილი საუბრობს იმაზე, რომ კონკრეტული პირები საპატრიარქოში შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მონაწილეობდნენ. ის სქემის სათავეში შორენა თეთრუაშვილს ასახელებს. ოხანაშვილი ამავე ჩვენებაში ეკა ბესელიას, ირმა ჭკადუას და ნანა კაკაბაძეს ახსენებს.

სკანდალური ჩვენების არც ერთი ადრესატი, ვინც სოსო ოხანაშვილმა კორუფციაში დაადანაშაულა, ბრალდებებს არ აღიარებს.

ირმა ჭკადუამ, როდესაც სიუჟეტის მომზადების შესახებ შეიტყო, პროკურატურას ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვა. ადვოკატმა კურიერს მასთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებაც აუკრძალა.

საპატრიარქოში შექმნილი შეწყალების კომისიის ზუსტი ფუნქციები უცნობია შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელისთვის, ზვიად ქორიძისთვის.

სასამართლოს სხდომების ოქმებიდან ირკვევა, რომ ილია მეორის მდივან-რეფერენტი ხელს საპატრიარქოს იმ დოკუმენტებზე აწერს, რაც მის უფლებამოსილებას სცილდება.

კურიერმა დეკანოზ მამალაძის საქმიდან ორი დოკუმენტი მოიპოვა. ხელმომწერი ორივე შემთხვევაში მიქაელ ბოტკოველია, თუმცა ერთ დოკუმენტს ბოტკოველის ნაცლად, ხელს თეთრუაშვილი აწერს, რისი უფლებაც მას არ აქვს. სასამართლოს სხდომაზე პატრიარქის მდივან-რეფერენტმა ხელმოწერის ნამდვილობა აღიარა.

წყრო: “რუსთავი2”

banner
წინა სტატიაშიშსს განცხადებას ავრცელებს-ქართულ ინტერნეტ სივრცეში ე.წ. ონლაინ თამაში “ლურჯი ვეშაპის” არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა
შემდეგი სტატიაკოალიციამ უარყო რაქას სრული განთავისუფლება ტერორისტებისგან