სკანდალი – მთავარი პროკურორის პოსტზე წულუკიანის ნათლულის მამა გაჰყავთ

სურათზე: ნათლობა, თეა წულუკიანი, კობალაძე და თადუმაძის მეუღლე მზეო არსიანი ბავშვთან ერთად.
სურათზე: ნათლობა, თეა წულუკიანი, კობალაძე და თადუმაძის მეუღლე მზეო არსიანი ბავშვთან ერთად.

მართალია, ერთ ათეულზე მეტი იურისტი აცხადებს მთავარი პროკურორის ვაკანსიაზე პრეტენზიას, მაგრამ უკვე ყველამ იცის, რომ ამ თანამდებობას იურისტი, ყოფილი ადვოკატი, ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი შალვა თადუმაძე დაიკავებს.
შალვა თადუმაძე პოლიტიკური ფიგურაა და როცა საუბარია პროკურატურის ხელისუფლების გავლენიდან გამოხსნის შესახებ, ამ ფონზე თადუმაძის კანდიდატურა კანდიდატთა სიაში წესით არც კი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის „რაღაც მანქანებით“ კანდიდატი არის. მეტიც, შოთაძე „კარგად გადამდგარი“ არც იყო, თადუმაძე უკვე სახელდებოდა მის შემცვლელად.
ბუნებრივია ისმის კითხვა – რატომ შალვა თადუმაძე?
„ერთი მხარის“ მავანთა ვერსიით თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის „კარის ვეზირია“ და რაც უნდა ბიძინას, ის უნდა პარტიას.
კიდევ ერთი „წუნი“: თადუმაძე ადვოკატია, არასდროს უმუშავია პროკურატურაში, არ იცნობს სისტემას. ადვოკატი, „ქართული ოცნების“ რეალობაში, მთავარ პროკურორად „გარიჟრაჟზე“ მოგვევლინა და დღეს თუ პროკურატურა ვერ გამოვიდა „ჯენლტმენური გარიგების“ „მდგომარეობიდან“, სწორედ რომ, გამთავარპროკურორებული ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის „დამსახურებაა“.
რა არის მთავარი „კოზირი“ რაც თადუმაძეს საოცნებო სავარძლამდე გზას გაუკაფავს? საქმე ისაა, რომ შალვა თადუმაძის შვილის ნათლია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. სწორედ, თეა წულუკიანის დამსახურებაა, თადუმაძე, პოლიტიკური ფიგურა და საშუალო დონის ადვოკატი, რომელსაც ერთი დღეც კი არ ჰქონია პროკურატურასთან შეხება, ხვალ ქვეყნის მთავარ პროკურორად რომ მოგვევლინება. 

 

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიყვითელი მიკროავტობუსების ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა
შემდეგი სტატიააზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება