სკანდალი მერიაში – კრწანისის გამგებლის მოადგილე დააკავეს?

არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე დააკავეს. არაოფიცილური ინფორმაციის გადასამოწმებლად ,,პირველმა რადიომ” შეკითხვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებდნენ,  თუმცა ნახევარ საათში ბადაშვილის უწყების პრესამსახურმა ზარებს აღარ უპასუხა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ,,პირველი რადიო” მერიის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც ასევე განაცხადეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებდნენ თუმცა, ნარმანიას უწყებიდან სააგენტოს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

წყარო: pirveliradio.ge

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიასაქართველოსთან და უკრაინასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დოკუმენტი შესაძლოა ხვალ გამოქვეყნდეს