სკანდალი-ხვალ „ქრონიკა+“-ში იმ ადამიანის სახელი და გვარი, ასევე, ტელეფონის ნომერი გამოქვეყნდება, ვინც ელისაშვილს მესიჯებს უგზვანიდა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდაერთი კვირის განამავლობაში ძალიან ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს „ქართული ოცნების“ დეპუტატაებისა და მათი მხარდამჭერების მასკარდს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მიტანილ ტელეფონში მესიჯები არ აღმოჩდა. ასევე, ყურადღებით ვაკვირდებოდი ქალბატონ კობახიძის ირონიანარევ საუბარს და პირად შეურაცხყოფას ჩემი მისამართით, ქალბატონ ბესელიას უტიფარ თავისმართლებას „იმედის“ ეთერში. ახლა, მინდა, ესკლუზიურად გითხრათ, რომ „ქრუნიკა +“-ში გამოქყვეყნდება ტელეფონის ნომერი, საიდანაც ალეკო ელისაშვილს ისტერიული მესიჯები მისდიოდა და დასახელდება სახელი და გვარი, ვისაც ეს ნომერი ეკუთვნის,“ – განუცხადა „თაიმერს“ გაზეთ „ქროიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ.
ამასთან, როგორც კილაძე ამბობს, „ქრონიკა +“-მა ჩაატარა ექსპერიმენტი. „ამიტომ, ეს პიროვნება ნუ შეეცდება იმის მტკიცებას, რომ აღნშული ნომერი მისი არ არის, რადაგან „ქრონიკა +“-მა დაადგინა, რომ აღნიშნული ნომერი ეკუთვის პიროვნებას, რომლის ვინაობაც ხვალ სრულიად საქართელოს ეცოდინება. ასე რომ, ქალაბატონებო და ბატონებო, „ქრონიკა+“ მხოლოდა მხოლოდ დოკომენტურად დადსატურებეულ ფაქტებს ავრცელბს,“ – აცხადებს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშისტიქიის შედეგად ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე ელისო კილაძეს სასამართლოში ხვალ უჩივლებს