სკანდალი Der Spiegel-ისგან: უკრაინის კონფლიქტს ვინ მართავდა აშშ-ში

74288221-8eab-419e-b198-6bd11ae264b7ევროპაში ნატოს ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ფილილ ბრიდლოვი და მისი თანამოაზრეების “საიდუმლო ქსელი” აქტიურად მუშაობდნენ იმაზე, რომ უკრაინის კონფლიქტი გამწვავებულიყო – წერენ Der Spiegel-ის ჟურნალისტები კრისტოფ შულცი და კლაუს ვიგრეფე.
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ჰაკერებმა ბრიდლავის ელექტრონული მიმოწერა გამოაქვეყნეს პლატფორმა DC Leaks-ზე. წერილების უმეტესობა – 1096, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემდგომ პერიოდს ეხება – წერს გამოცემა.
რუსეთი ამბოხებულებს იარაღით ამარაგებდა და მათ საკუთარ ინსტრუქტორებს უგზავნიდა. როდესაც 2015 წელს ვაშინგტონში გაისმა მოწოდებები ამერიკის მთავრობისადმი აქტიურად ჩაერთულიყო უკრაინის კონფლიქტში, ამას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ომის გამოწვევა შეეძლო – ირწმუნებიან შულცი და ვიგრეფე. უკვე ამ დროს, ბევრი მოკავშირე ბრიდლოვის განცხადებებს რუსი სამხედროების მასობრივი გადაადგილების გამო შეშფოთებით აღიქვამდა. იგი, აგრეთვე, ამტკიცებდა, რომ „აშშ საჭიროების შემთხვევაში მზად არის იბრძოლოს და დაამარცხოს რუსეთი ევროპაში“.
გამოქვეყნებული ელექტრონული მიმოწერით ირკვევა თუ “რა წყაროებიდან იღებდა ბრიდლოვი ინფორმაციას” – წერს გერმანული ჟურნალი. ავტორების თქმით, ის რუსეთის მოქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში აზვიადებდა, რომ კიევი იარაღით მოემაგარებინა. ამასთანავე, ამერიკის პრეზიდენტს, რომელიც აშშ-ს მთავარ სარდალია, ასევე, გერმანიის კანცლერს და მისი თანამზრახველებს, აღიქვამდა როგორც ბარიერს – ხაზგასმით წერს Der Spiegel-ი.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტი ფილიპ კარბერი, რომელიც ბრიდლოვს მონაცემებით ამარაგებდა, უკმაყოფილებას გამოთქვამდა ბარაკ ობამასა და ანგელა მერკელის პოლიტიკისადმი, რომლებიც კონფლიქტში დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობდნენ და მათ მოქმედებას “პოლიტიკურად გულუბრყვილოსა და კონტპროდუქტიულს” უწოდებს. თვითონ ბრიდლოვი, მიმოწერაში ჩივის, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, მისი აზრით, მათში საფრთხეს ხედავს და არ სურს ომში იყოს ჩათრეული. ამასთან დაკავშირებით, გენერალი, აშშ-ს ყოფილ გენერალურ მდივანს კოლინ პაუელს ეკითხებოდა, თუ როგორ შეიძლებოდა ბარაკ ობამას დარწმუნება იმაში, რომ აშშ უფრო მეტად ინტენსიურად ჩართულიყო კონფლიქტში, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაეწყო.
ბრიდლოვი მიმოწერას აწარმოებდა ნატოს ექს-სარდალთან უესლი კლარკთან. ასევე, ევროპის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სრულუფლებიან წარმომაგენელთან ვიქტორია ნულანდთან, კიევში აშშ-ს ელჩთან ჯეფრი პეიეტთან და, განსაკუთრებით ხშირად, ანალიტიკური ცენტრ Potomac-ის პრეზიდენტ ფილიპ კარბერთან – წერს Der Spiegel-ი. კარბერის ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს ნატოში შესასვლელად მომზადებაში ეხმარებოდა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2015 წლის 16 თებერვალს ბრიდლოვმა, კლარკმა, პაიეტმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ როუზ გეტემიულერმა ვარშავიდან მიიღეს წერილი, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინას იარაღი მიაწოდონ. ამავე დროს, აშშ არ იქნება პირდაპირ ჩართული საქმეში. კერძოდ, პაკისტანმა გამოთქვა მზაობა “ხელიდან” გაყიდოს TOW-2-ის 500 პერსონალური კომპლექსი და 8 ათასი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა. მიწოდების დაწყება შესაძლებელი იყო უკვე ორ კვირის შემდეგ. ამასთანავე, პოლონეთმაც გამოხატა მზაობა საქმეში მონაწილეობის მიღებაზე და შეუძლია კიევს “კარგად შენახული” Т-72 ტიპის ტანკები გადასცეს, ასევე აღმოსავლეთ ბლოკის დროინდელი ჰაუბიცები, რომელიც გარეგნულად უკრაინულ შეიარაღებას გავს, ამიტომ მათი გადაცემა არ იქნებოდა შემჩნეული – Der Spiegel-ი წერს.
ამასთანავე, პოლონელებიც და პაკისტანელებიც მოითხოვდნენ, რომ ეს შეთანხმება აშშ-ს საიდუმლო თანხმობით მომხდარიყო – აღნიშნავს გამოცემა. მაგრამ, ვარშავა მზად იყო დახმარებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სამაგიეროდ ნატოს ახალ შეიარაღებას მიიღებდა.
ამის შემდეგ, მარტში, კარბერი ვარშავაში მიდის, რომ, როგორც ბრიდლოვს მიწერა, მმართველი პარტიის წამყვან წევრებთან მოილაპარაკოს უკრაინისთვის საარტილერიო და ჯავშანსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალის მიწოდების თაობაზე. თუმცა, ბრიდლოვის, კლარკისა და კარბერტის გასაკვირად, არაფერი მოხდა – წერს გერმანული ჟურნალი.
დამნაშავეები მალე იქნა მოძებნილი: კარბერმა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი “აფერხებდნენ პროცესს”. კლარკმა ირიბად თეთრ სახლზეც მიუთითა: “ჩვენი პრობლემა სახელმწიფო დეპარტამენტზე მაღლა დგას”.
როგორც გამოცემის ჟურნალისტები აღნიშნავენ, ბრიდლოვმა და მისმა მომხრეებმა მალე მიაქციეს ყურადღება გერმანიის მთავრობასაც: ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში კლარკი ნულანდს და ბრიდლოვს წერდა ბულგარეთის პრეზიდენტისგან მიღებული ცნობის შესახებ, რომ “პრობლემაა გერმანიის პოზიცია”. მკაცრი კურსის მომხრეთა აზრით, მერკელისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მცდელობები, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების გამონახვაზე, იმაზე მოწმობს, რომ ბერლინი მზად არის რუსეთს უფლება მისცეს დაჩაგროს უკრაინა – ნათქვამია სტატიაში.

მიუხედავად ამისა, კლარკს და კარბერს უარი არ უთქვამთ განეხორციელებინათ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების იდეა. საკუთარი გადაწყვეტილების აუცილებლობის ხაზგასასმელად, მათ ყველაზე მუქი სცენარი აირჩიეს -წერს გერმანული ჟურნალი.  კლარკმა ივარაუდა, რომ თუკი დასავლეთი უკრაინას მარტოს მიაგდებს ძნელბედობის ჟამს, ჩინეთი თავს უფლებას მისცემს წყნარი ოკეანის რეგიონში გაფართოვდეს. გარდა ამისა, შესაძლებელია ნატოს დაშლა.მათი აზრით,  სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელი იყო მხოლოდ სამხედრო ჩართულობით.
კარბერის ელექტრონული წერილების თანახმად, სამყაროს დასასრულამდე  დათვლილი იყო დღეები. 2015 წლის დასაწყისში, მან ბრიდლავს განუცხადა, რომ ფრონტი “ყველგან” არის და რომ რუსი აგენტები და მათი მომხრეები კიევისა და უკრანის სხვა ქალაქების დესტაბილიზაციას შეეცდებიან “ტერაქტებით, შეკვეთილი მკვლელობებით, ადამიანებია გატაცებითა და დაბომბვებით”.

სტატიის თანახმად, ზუსტად კლარკმა წარუდგინა ბრიდლავს “შესანიშნავი” სამხედრო ექსპერტი კარბერი, რომელიც მათ, ორივეს ძვირფასი ინფორმაციის წყარო ეგონათ, რადგანაც ის ხშირად იმყოფებოდა ფრონტის ხაზზე და საუბრობდა უკრაინელ სამხედრო მეთაურებთან. კიევში ამერიკლის ელჩიც ხშირად მიმართავდა კარბერს სხვადასხვა მონაცემების დასაზუსტებლად – Der Spiegel-ი წერს.

ამასთანავე, სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ კარბერის შეტყობინებები “ფრონტის პროზას” უფრო  ჰგავდა. მაგალითად, ის 2014 წლის შობის დღესასწაულის აღწერისას, ის  წერს ულტრანაციონალურ მოხალისეთა ბატალიონზე: “არაყი მდინარესავით მოდიოდა, ქალები უკრაინულ ჰიმნს მღერობდენ – ყველა ტიროდა”.
თვითონ ბატალიონზე, რომელიც შექმნილი იყო ოლიგარქის პირადი ხარჯებით, კარბერი მხოლოდ კარგს წერდა, წერს გამოცემა. მისი თქმით, ბატალიონის წევრები და მათი სპონსორები საშუალო კლასს მიეკუთვნებიან და მათ დიდი პროფესონალური შტაბი აქვთ, რომელიც შაბათ-კვირასაც მუშაობს. ბრიდლავი პირობას დებდა, ეს მონაცემები მოხვედრილიყო “იქ, სადაც საჭიროა”.

“სინამდვილეში კარბერის ფიგურა ძალიან სადაოა” – წერს Der Spiegel. 80-იან წლებში ის ცივი ომის გამოკვეთილი მომხრე იყო. ჯერ კიდევ 1985 ის გაფრთხილებას იძლეოდა, რომ საბჭოთა კავშირი თავდასხმისთვის ემზადება და ამასთანავე, საბჭოთა დოკუმენტები მოყავდა მტკიცებულებებად, რომელიც მან არასწორად გადათარგმნა – სტატიის ავტორები აღნიშნავენ.

უკრაინის კრიზისის დროს კარბერი ისევ ჩაწვა გუბეში, როცა ამერიკელ სენატორებს მიაწოდა ფოტოები, სადაც თითქოსდა რუსული ქვედანაყოფები იყვნენ აღბეჭდილი უკრაინაში.  ფოტოები გამოქვეყნდა და ძალიან მალე გაირკვა, რომ ისინი 2008 წელს საქართველოს ომის დროს იყო გადაღებული – ამბობს გერმანული ჟურნალი.

როგორც Der Spiegel წერს, მოტივი, ბრიდლავი, კარბერის არასწორი ინფორმაციის მიუხედავად, რატომ აგრძელებდა მის იმედზე ყოფნას, უცნობია. უნდოდა მას უკრაინაში იარაღის მიწოდება ნებისმიერ ფასად? თუ მას სხვა მოტივები ჰქონდა? ამ მიმოწერიდან ჩანს, რომ ბრიდლავი და მისი თანამოზრეები შეშფოთებული იყვნენ იმის გამო, რომ აშშ-ს კონგრესმა, შესაძლებელია, ევროპაში ამერიკული სამხედროების რიცხვი შეამციროს.

“ბერლინში ბრიდლავის მიმოწერა დიდი ინტერესით წაიკითხეს” – აღნიშნულია სტატიაში. კანცლერის უწყება, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აღნიშნავდა ნატოს მთავარსარდლების მიერ მიზანმიმართულ “საშიშ პროპაგანდას”, რაც ამ მიმოწერამ გაამყარა.
თუმცა, ბრიდლავის გადადგომამ გერმანიის მთავრობა ვერ დაამშვიდა – Der Spiegel-ი წერს. როგორც გამოცემა ამბობს, პრეზიდენტი ობამა, რომელიც სამხედრო კონფლიქტის წინააღმდეგი იყო, შეიძლება ჩაანაცვლოს ჰილარი კლინტონმა, რომელიც რუსეთის მიმართ მკაცრი კურსის მომხრეა. ბრიდლავის თანამოაზრე ვიქტორია ნულანდიც, კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ს გენერალური მდივანი გახდება – ასრულებენ სტატიას  კრისტოფ შულცი და კლაუს ვიგრეფე.

წყარო

banner
წინა სტატიაში“8 ოქტომბერს გამოჩნდება ვინ იქნება გამარჯვებული”- კალაძე NDI კვლევებს აფასებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ჩემი გადადგომა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება იყო