სკანდალი: “ციანიდის საქმეში ინტიმური ვიდეომასალა დევს, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება”

ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება – განაცხადა “ციანიდის საქმის” პროკურორმა სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას:

“მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა განაცხადა, თითქოს მას დასამალი არაფერი აქვს, არსებობს ასევე მესამე მხარის, საზოგადოების ინტერესები და ჩვენ ვერ ვისაუბრებთ გიორგი მამალაძის პირად ცხოვრებაზე ღიად. ასევე როგორც მოგეხსენებათ, ცალკე მიმდინარეობს ძიება ბრალდებულის შესაძლო თანამზრახველების გამოსავლენად. გამოძიების დაწყების მომენტიდან პროკურატურამ ამ საქმეზე ინფორმაციის გამჟღავნება შეზღუდა”, – განაცხადა პროკურორმა.

პროკურორმა ასევე მოსამართლის ყურადღება ერთ-ერთ მოწმეზე განხორციელებულ მუქარისშემცველ ზარზეც გაამახვილა.

“დადგენილია, რომ მუქარისშემცველი ზარი განხორციელებულია ბრალდებულ გიორგი მამალაძის ახლობლის მხრიდან და ეს ზარი იყო რელიგიური მოტივის”, – განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშიჩადებებით ცდილობენ, გადაფარონ ფარცხალაძის ქმედება
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ რომ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს”- დავითაია