“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

koba-davitashviliკობა დავითაშვილი მისი ცემის საქმის გამოძიების მსვლელობით უკმაყოფილოა, რადგან პარლამენტის წევრის თქმით, ძიება გაჭიანურდა.

დეპუტატის თქმით, მისი ცემის დავალება პასუხისგებაში მიცემულ პირებს მიხეილ სააკაშვილმა მისცა.

“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუ შემსრულებლები იძლევიან ჩვენებას და თანამშრომლობენ გამოძიებასთან, მათ მიმართ, რომ საპროცესო გარიგება განხორციელდეს აბსოლუტურად მხარს დავუჭერ ამას. მე მიმაჩნია, რომ ამ დანაშაულის მთავარი ორგანიზატორი არის მიხეილ სააკაშვილი და არა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მაინც შუალედური რგოლი მგონია, ამიტომ თუ ზურაბ ადეიშვილიც ითანამშრომლებს გამოძიებასთან და ჩვენებას მისცემს, მის მიმართაც საპროცესო გარიგების მომხრე ვიქნები”, – განაცხადა დავითაშვილმა.

დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი, ედიშერ კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი : სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატებზე