სიზმარში ნანახი ციფრების კომბინაციამ კანადელს 4 მილიონი მოაგებინა

კანადის პროვინცია ახალი შოტლანდიის მკვიდრმა ლატარიაში დაახლოებით 4 მილიონი დოლარი მოიგო, ის ირწმუნება, რომ ციფრების კომბინაცია მან 1989 წელს სიზმარში ნახა.
ოლგა ბანომ 5,3 კანადური დოლარი (3,9 მილიონი აშშ დოლარი) ჯეკპოტში მოიგო.

ამ მომენტისათვის ის უკვე 27 წლის მანძილზე ყიდულობდა ლატარიის ბილეთს და ერთიდაიგივე ციფრების კომბინაციას ავსებდა, რომელიც მას 1989 წლის მაისში დაესიზმრა.

დაახლოებით ათი წლის წინ ოლგა ბანოს კიბო აღმოაჩნდა. მკურნალობისთვის მას სახლის გაყიდვამ მოუწია. მოგებული თანხით ის პირველ რიგში სახლის ყიდვას აპირებს – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში ანარქისტი დააკავეს, რომელმაც აშშ-ს საელჩო დაცხრილა
შემდეგი სტატიასლოვაკ მოტომბრბოლელს რალიზე მეხმა დაარტყა