“სისტემაში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები” – განათლების მინისტრობის კანდიდატი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა წარდგენის შემდეგ აღნიშნა, განათლების სისტემაში აქვს გეგმა, რითაც იცის რა ნაბიჯები გადავდგას, რაც ემსახურება მნიშვნელოვან რეფორმებს.

“ვფიქრობ, რომ როგორც განათლების მიმართულებით, იგივე ყველა ამ სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფ შედეგებზე, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენ ვიცით რა ნაბიჯები გადავდგათ, შესაბამისად, ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უმოკლეს პერიოდში უსწრაფესი ნაბიჯების გადადგმას” – აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს კახა კახიშვილი დაიკავებს
შემდეგი სტატიასტოლტენბერგმა და მარგველაშვილმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს