„სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებები დაემსგავსა მასკარადს” – ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი

იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს ტელეკომპანია იბერიას დახურვის ფაქტზე ბრალი წაუყენეს. საუბარია 2004 წელს იბერიასთვის სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევაზე. სპეციალური განმარტება ამ საქმეზე დღეს მთავარ პროკურატურაში გააკეთეს.

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი კი საქმეში შეუსაბამობებზე ლაპარაკობს და იხსენებს, რომ იმ პერიოდში გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო.

„ამ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებები დაემსგავსა ერთგვარ მასკარადს. დადგენილებაში წერია, რომ დანაშაული, რომელის ჩადენაც დაიწყო 2004 წლის იანვარში, მაშინ როდესაც ზურაბ ადეიშვილი საერთოდ არ იყო გენერალური პროკურორი. ის ამ თანამდებობაზე დაინიშნა 7 თვის შემდეგ, 2004 წლის ივლისში. შესაბამისად, თუ ამ ქმედების ჩადენა თავიდანვე იყო განზრახვა, რომ ვინმესთვის ტელეკომპანია წაერთმიათ, თავიდანვე მოკლებულია საფუძველს,“ – განმარტავს გიორგი ჩივიაშვილი.

მისივე თქმით, ეს წარმოუდგენელია, რადგან ირაკლი ოქრუაშვილის პროკურორობის პერიოდში იწყება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, ომეგა ჯგუფში შედის სპეც რაზმი, ხოლო ამ უწყებაში ზურაბ ადეიშვილი ინიშნება 7 თვის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიკობა გვენეტაძის საკომიტეტო მოსმენას გიორგი აბაშიშვილი დაესწრება
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” დავით უსუფაშვილს მიმართავენ