ISIS-მა საკუთარი ორგანიზაციის 58 მეთაური დახოცა

14686075_658298130997044_1281705216_nერაყული მედიის ცნობით, ტერორისტულმა ორგანიზაციამ ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, (ISIS) მოსულში შიდა გადატრიალება აღკვეთა და საკუთარი რიგებიდან 58 ლიდერი დახვრიტა…
გავრცელებული ინფორმაციით, ISIS-ის სარდლობა ერთ-ერთ საველე მეთაურს ტელეფონში იარაღის გადაადგილების შესახებ მესიჯები აღმოუჩინა, რითაც მოღალატეთა ჯგუფი დაადგინა… საუბარი იყო ჯიჰადისტების ერთი ჯგუფის მცდელობაზე, რომ ერაყის არმიის მიერ შეტევის დაწყების სავარაუდო ტერიტორიიდან შეიარაღების გატანაზე და იმ ზონის შესუსტებაზე საიდანაც ერაყული არმია მოსულში შეჭრას აპირებდა. ამით ჯიჰადისტების ეს ჯგუფი ერაყული არმიისგან გადარჩენის გარანტიებს იღებდა.
როგორც ერაყული მედია, აცხადებს, ISIS-ის მიერ დახვრეტილთაგან საკმაოდ მაღალი რანგის მეთაურები არიან, რომელთა შორის ,,ისლამური სახელმწიფოს,, ლიდერის აბუბაქრ ალ-ბაღდადის თანაშემწეც იყო, მოსულის ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ ერაყის არმიამ, ქურთისტანის ,,ფეშმერგამ,, და აშშ-ს კოალიციამ, 16 ოქტომბერს დილის საათებში მოსულზე შეტევა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიიტალიური მაფია, დიეგო მარადონა და ლეონელ მესი ,,ინტერის,, ფეხბურთელის წინააღმდეგ
შემდეგი სტატია,,რუსეთი გაგიჟდა… ის ბოროტ სულებს ძეგლს უდგამს,,