SIS-ი ირანს ემუქრება

ტერორისტულმა ორგანიზაცია ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, ინტერნეტით ახალი ვიდეო რგოლი გაავრცელა, რომელშიც ირანს თავდასხმით ემუქრება.
ვიდეოში, ნიღბიანი ტერორისტები ხელში კალაშნიკოვის ავტომატებით იმუქრებიან, რომ თავდასხმას მოაწყობენ ირანის დედაქალაქ თეირანზე.
მუქარის დროს ყურადღებას იპყრობს მოსაუბრე ტერორისტის სპარსულ ენაზე აქცენტიანი ლაპარაკი. იგი ამავე დროს ამბობს, რომ თეირანში, ივნისის თვეში განხორციელებული ორივე ტერაქტი მათმა ბოევიკებმა განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ ,,ისლამური სახელმწიფო,, შიიტურ ირანს, თავის ყველაზე დიდ მტრად აღიარებს

banner
წინა სტატიაშირუს დეპუტატს არ მოსწონს, რომ აშშ პუტინის აფხაზეთში ჩასვლას მიუღებლად მიიჩნევს
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო უწყება არ აწარმოებს მოლაპარაკებებს სააკაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით