სირიის მთავრობამ აფხაზეთი დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაზე დაპატიჟა

იალტას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები სირიის რესპუბლიკის დელეგაციას უკანასკნელი ორი დღეა ხვდებიან. დღეს სირიის ვაჭრობის მინისტრი მუჰამედ სამარ ხალილმა და აფხაზეთის დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრეს. სამარ ხალილმა აფხაზეთის დელეგაციას გასულ წელს დამასკოში გამართული შეხვედრა შეახსენა და ბაზრობაზე აფხაზების მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სირიელმა მინისტრმა დე-ფაქტო რესპუბლიკა 2018 წლის ღონისძიებაზეც დაპატიჟა.
მხარეებმა ერთმანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს.

banner
წინა სტატიაშიერევანში მასობრივი დაჭერები გრძელდება
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობა იაპონიის დელეგაციას შეხვდა