სირიის პრემიერმა ლტოლვილებს სახლში დაბრუნება ურჩია

333სირიის პრემიერ-მინისტრმა ვაილ ალ-ხალკმა სირიელი ლტოლვილების შევიწროვებაზე ისაუბრა და მათ სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. “ლტოლვილები (სირიიდან) მეზობელ სახელმწიფოებში – იორდანიაში, თურქეთში, ლიბანში – ყველანაირი საერთაშორისო კონვენციებისა და უფლებების დარღვევით შევიწროვებულები არიან” – განაცხადა სირიის მთავრობის მეთაურმა, რომელიც თვლის, რომ “მეზობელ ქვეყნებში სირიელი ლტოლვილების საკითხი ძალიან პოლიტიზირებულია და ის ხშირად ფინანსური და პოლიტიკური შანტაჟის თემაა”

მან სირიელ ლტოლვილებს მოუწოდა სამშობლოში დაბრუნებისკენ.
შეგახსენებთ, რომ სირიაში 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ახალი პრემიერმინისტრი ვლადიმერ გროისმანი გახდება
შემდეგი სტატიაარსენ იაცენიუკის გადადგომაზე ინტერნეტში სკანდალური კარკატურა ვრცელდება