სირიის ოპოზიციის განცხადებით ერთი რუსი პილოტი გარდაიცვალა

სირიის ოპოზიციის ერთ-ერთი ჯგუფის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ერთ-ერთი რუსი პილოტი გარდაიცვალა – ამის შესახებ „ასოშეიტედ პრესი“ წერს.
„სანაპირო მე-10 ბრიგადის“ მეომრის ჯაჰედ აჰმადის თქმით, კატაპულტირებული რუსი მფრინავები დაშვებას ცდილობდნენ ტერიტორიაზე, რომელიც სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირდება, მაგრამ მფრინავებს ცეცხლი გაუხსნეს და ერთი მათგანი დაიღუპა. მისი სხეული ბოევიკების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მეორე მფრინავის ბედი ჯერჯერობით უცნობია.
დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც პილოტის გვამი ჩანს, მას შეიარაღებული ადამიანები არტყია გარს. გარდა ამისა, CNN Turk-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთი რუსი პილოტი სირიელმა თურქმენებმა აიყვანეს მძევლად, მეორეს ძებნა კი გრძელდება.
რუსული თვითმფრინავი Су-24 თურქეთის სამხედრო ძალების მიერ დღეს, 24 ნოემბერს იქნა ჩამოგდებული.

banner
წინა სტატიაშიISIS-ის ქართველი მებრძოლის დედა – “სამი თვეა დაიწყო საუბარი, რომ მუსლიმები უნდა გაერთიანდნენ“
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4074 ლარია