სირიის ოპოზიციამ რუსეთთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა

930-ზე მეტმა სირიულმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ “სირიის თავისუფალი არმიის მეთაურობით”, განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ რუსული ავიაციის მიერ ალეპოში კონფლიქტის ესკალაცია სამომავლოდ მოლაპარაკებების პოლიტიკურ მნიშვნელობას აზრს უკარგავს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსული ავიაციის ავიადარტყმების შედეგად, უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე, ალეპოში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამ მოცემულობაში დაჯგუფებები, რომელთაც მხარს უჭერს თურქეთი და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, მოლაპარაკებებს, რომელიც გაეროს, აშშ-სა და რუსეთის ეგიდით მიმდინარეობს, აზრდაკარგულად თვლიან. ისინი უარს ამბობენ მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობაზე, “რადგანაც რუსეთის ფედერაცია ასადის მოკავშირეა, რომელსაც ისინი ქიმიური იარაღს იყენებს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(video) ლევან იზორია პირდაპირ ხელს აფარებდა, რომ გადაერჩინა საკუთარი ნათესავები
შემდეგი სტატიაპაუერმა სირიაში რუსეთის მოქმედებებს “ბარბარიზმი” უწოდა