სირიის მთავრობამ ჰუმანიტარული დახმარება გააჩერა

სირიელმა ჩინოვნიკებმა პირველადი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი, რომელიც დღეს აღმოსავლეთ გუტაში უნდა შესულიყო, გააჩერეს – აღმოსავლეთ გუტა სირიის დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს. ინციდენტის შესახებ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა- Reuters-ი წერს. “ყველა საველე აფთიაქი, ქირურგიული მოწყობილებები, დიალიზის აპარატები და ინსულინი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გახსნეს” – ჯერჯერობით უცნობია რა მიზეზით გააჩერეს ჰუმანიტარული ტვირთი.
შეგახსენებთ, რომ ბაშარ ასადმის მომხრეებმა აღმოსავლეთ გუტას თითქმის მესამედი დაიკავეს.
გუშინ გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ გუტაში უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე 600-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიიტალიის არჩევნებზე ბერლუსკონეს ბლოკი ლიდერობს
შემდეგი სტატიათალიბებმა იარაღის დადებასა და მუშაობის დაწყებაზე მზაობა გამოთქვეს