სირიის მადაიში შიმშილით კიდევ 16 ადამიანი დაიღუპა

სირიის მადაიში შიმშილით კიდევ 16 ადამიანი დაიღუპა

siria-madaსაერთაშორისო ჰუამნიტარული ორგანიზაციის “ექიმები საზღვრებს გარეთ” ცნობით, მას შემდეგ, რაც გაეროს ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს მადაიში, 16 ადამიანი დაიღუპა შიმშილით.
ექიმების მონაცემებით, 33 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია არასაკმარისი საკვების გამო. ორგანიზაცია ქალაქში შექმნილ სიტუაციას “ყოვლად დაუშვებელს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივების ევაკუაცია ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ უნდა მომხდარიყო.
გასულ წელს “ექიმები საზღვრებს გარეთ”-ის მონაცემებით, რომელიც ლიბანის საზღვართან მდებარეობს, შიმშილით 30 ადამიანი დაიღუპა.
გაერომ იანვრის პირველ ნახევარში ჩაიტანა პირველი ჰუმანიტარული ტვირთი, სადაც საკვებთან ერთად ადგილობრივებს მედიკამენტები და ჰიგიენის საშუალებები მიაწოდეს.
ქალაქს რამდენიმე წელია ბაშარ ასადის ოპოზიცია აკონტროლებს.
გაეროს მონაცემებით მადაიში დაახლოებით 40 ათასი ადამიანია დარჩენილი.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ყინვების გამო საშიშროების ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული
შემდეგი სტატიაფეისბუქმა და ინსტაგრამმა მომხმარებლებს იარაღის გაყიდვაზე განცხადებების დადება აუკრძალეს