“სირიის დემოკრატიულმა ძალებმა” ქალაქი რაქა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს

აშშ-ის მხარდაჭერილმა “სირიის დემოკრატიულმა ძალებმა” ქალაქი რაქა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს. სამხედრო ოპერაციის ბოლო ფაზა ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერაციაში 15 ათასი მებრძოლი იყო ჩართული.

“ისლამურმა სახელმწიფომ” ქალაქი რაქა 2014 წელს დაიკავა. ისლამისტებმა რაქაში შარიათის კანონები შემოიღეს და აღნიშნული წესების მოწინააღმდეგე მოსახლეობას აწამებდნენ და თავს კვეთდნენ. ქალაქი რაქა მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოდან ათასობით ჯიჰადისტის სახლი გახდა, რომლებიც ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის მოწოდების შემდეგ სირიაში ჩავიდნენ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – კანონდებლობა არ უკრძალავს საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათების შემდეგ წინასაარჩევნო შეხვედრებს დაესწრონ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია