სირიელმა ქურთებმა “ისლამური სახელმწიფოსგან” 15 სოფელი და ქალაქი გაანთავისუფლეს

სირიელმა ქურთებმა “ისლამური სახელმწიფოსგან” 15 სოფელი და ქალაქი გაანთავისუფლესსირიელმა ქურთებმა ელ-ჰასაკის პროვინციის სამხრეთით, ერაყის საზღვართან მდებარე ტერიტორიები “ისლამური სახელმწიფოსგან” გაანთავისუფლეს – Firat News-ი წერს. ძლიერი საომარი მოქმედებების შედეგად “სირიის დემოკრატიულმა ძალებმა” ედ-დაშიშის დასახლებული პუნქტი ტერორისტებისგან გაწმინდეს და მშვიდობიანი მოსახლეობა ტყვეობიდან დაიხსნეს, რომელთაც ტერორისტები ცოცხალ ფარად იყენებდნენ.

ელ-ჰასაკის გაწმენდის ოპერაცია ივნისის დასაწყისში დაიწყო, რომლის შედეგად ქურთულმა დანაყოფებმა 15 სოფელი და ქალაქი გაანთავისუფლეს.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიდის.

banner
წინა სტატიაშირომის პაპმა აბორტი ნაცისტების დანაშაულებს შეადარა
შემდეგი სტატიაესპანეთის მეფის სიძე ციხეში გამოცხადდა