სირიელი უფლებადამცველები პენტაგონს არ ეთანხმებიან

სირიელი უფლებადამცველები პენტაგონს არ ეთანხმებიან სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის საბჭომ განაცხადა, რომ ყველა ამერიკული რაკეტა მიზნამდე არ მისულა. მათი განცხადებით, 14 აპრილის დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას ფრთიანი რაკეტების მხოლოდ ნაწილმა გაანადგურა მიზანი წარმატებით – ამის შესახებ ინფორმაციას საბჭო სირიაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენლის აბდელ რახმანის თქმით, პენტაგონის განცხადება ყველა მონიშნული მიზნის წარმატებულ განადგურებაზე სინამდვილეს არ შეესაბამება – გერმანული “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიტოკიოდან ერ-რიადამდე – ქვეყნების რეაქციები სირიაზე დარტყმის გამო
შემდეგი სტატიაჩხოროწყუს მართავენ ფეოდალი იზორიები