სირიელი ქურთები თურქულ არმიასთან საბრძოლველად ემზადებიან

სირიელი ქურთების დემოკრატიული ძალების შეიარაღებული დაჯგუფებები PYD / YPG, სირიის ტერიტორიაზე თურქეთის არმიასთან საბრძოლო მზადყოფნას აცხადებენ.


როგორც YPG-ს პრეს-მდივანი ნური მეჰმუდი რუსულ მედიასთან აცხადებს, მათ სირიის ტერიტორიაზე თურქული საჯარისო ნაწილების გადაადგილებები შეამჩნიეს და თვლიან, რომ თურქეთი სირიის ქალაქების ალეპოსა და აფრინის დაკავებას და იქიდან ქურთების შეიარაღებული დაჯგუფეებს განდევნას აპირებენ.
,,თურქები ახლა აზეზისა და მარეს რაიონში არიან დაბანაკებულნი და რომელი მიმართულებითაც არ უნდა წამოვიდნენ, ჩვენ მათ ბრძოლას გავუმართავთ და არ ჩავაბარებთ ამ ტერიტორიებს,, აცხადებს YPG-ს წარმომადგენელი, რომელსაც იმედი აქვს, რომ ამ რეგიონში განთავსებული რუსული კონტინგენტი მათ დახმარებას გაუწევს.აღსანიშნავია, რომ პენტაგონი და მისი NATO-ელი მოკავშირეები, ქურთებს დემოკრატიულ ძალად და ერთადერთ საიმედო პარტნიორად განიხილავს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ ასადის არმიაზე დასარტყმელად ემზადება
შემდეგი სტატია,,მუხთარლის საქმემ მიიღო საერთაშორისო რეზონანსი და დააზიანა საქართველოს რეპუტაცია’’