სირიელი მეამბოხეები ჰომსს ტოვებენ

სირიელი მეამბოხეები ჰომსს ტოვებენ

სირიელი მეამბოხეები ჰომსს ტოვებენსირიელი მეამბოხეები მათ მიერ დაკავებულ ქალაქ ჰომსს ტოვებენ, რომლის საფუძველიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გახდა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი მთავრობასთან.
როგორც ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, მეამბოხეებმა დღეს დილით უკვე დაიწყეს ქალაქის დატოვება. როგორც ელოდებიან, დღის მანძილზე ქალაქიდან 750 მეომარი უნდა გავიდეს.
ვეარსის რაიონი ერთადერთი იყო ქალაქ ჰომსში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებდნენ.

დეკემბრის დასაწყისში სირიის მთავრობამ რამდენიმე შეიარაღებულ ჯგუფთან შეძლო მოლაპარაკების წარმოება და შედეგის მიღწევა. შეთანხმების თანახმად ამბოხებულებს ეტაპობრივად უნდა დაეტოვებინათ დაკავებული ტერიტორიები.
მოსახლეობა და ამბოხებულები, რომლებიც ქალაქიდან გავლენ, იდბირის პროვინციაში გადადიან, სადაც თავიანთ ჯგუფს შეუერთდებიან, რომლებიც იქ არიან გამაგრებული.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის პოლიცია აბდელჰამიდ აბაუდას კვალზე იდგა
შემდეგი სტატიაქეთევან ნატრიაშვილი მასწავლებლის სახლში მიმდინარე ტრენინგებს გაეცნო