სირიაში რუსეთის საელჩო დაიბომბა

14885853_665868786906645_220790397_nრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 28 ოქტომბერს სირიის დედაქალაქ დამასკოში მდებარე რუსეთის საელჩო დაიბომბა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საელჩოს ნაღმტყორცნიდან გასროლილი ორი ყუმბარა დაეცა, რომელიც რუსების ინფორმაციით, ასადის ოპოზიციური ძალების მიერ კონტროლირებადი ჯაბარის რაიონიდან იქნა გაშვებული. დაბომბვის შედეგად საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან, დაზიანდა 4 ავტომობილი.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მომხდარი შეფასდა როგორც ტერაქტი… ,,მოსკოვი ამ ტერორისტულ აქტზე დასავლეთის რეაქციას დაელოდება და ეს ფაქტი იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იმისა, თუ რომელი პარტნიორი ქვეყანა გმობს საქმით ტერორიზმს,, ნათქვამია რუსული ,,მიდის,, განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: „ჩემზეც ჩორტაობენ“
შემდეგი სტატია(VIDEO) ,,ოკეან ელზიმ,, თბილისში პირველად იმღერა ქართულად