სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ჩამოგდების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ჩამოგდების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

გაერო სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისას პრობლემების წინაშე დადგა – განაცხადა გაეროს მსოფლიო სავაჭრო პროგრამის ხელმძღვანელმა იან ეგელანმა.
21 ყუთიდან, რომელიც სავსე იყო კვების პროდუქტებით და ჩამოიყარა თვითმფრინავებიდან, 4 დაზიანდა, 7 ისეთ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელსაც არავინ აკონტროლებს და 10-ის ბედი ჯერჯერობით უცნობია – “როიტერსი” წერს.

წარუმატებლობის მიზეზი გაუხსნელი პარაშუტები გახდა, რომლის გამოც ყუთები მიწაზე დავარდნისას დაზიანდა.
ეგელანის თქმით, მიმდინარე მომენტში ლოჯისტიკის შემუშავება ხდება, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოს.

banner
წინა სტატიაშიანკარა უარს ამბობს სირიაში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მონაწილე გახდეს
შემდეგი სტატიაათასი ავღანელი გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდება