სირიაში გაზის გამოყენების შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლია (ვიდეო)

საღამოსკენ მინიმუმ 58-მდე გაიზარდა გაზის მოწამვლით დაღუპულთა რაოდენობა, რომელსაც სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენა ასადის არმიამ – Reuters-მა გაავრცელა. Al Arabiya-ს ცნობით კი, საუბარია 100 გარდაცვლილზე და 400 დაშავებულზე. ინფორმაციის სხვადასხვა წყარო დაშავებულებისა და გარდაცვლილების სხვადასხვა რაოდენობას ავრცელებს.
დღეს დილით სირიაში, ქალაქ იდლიბზე განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ ბევრ ადამიანს სულის ხუთვა დაემართა, ასევე, გავრცელდა ვიდეო, სადაც გაგუდული ბავშვებია გადაღებული.
.
სირიის მთავრობამ ადრე არა ერთხელ უარყო ქიმიური იარაღის გამოყენება.

მომხდართან დაკავშირებით დღეს პროტესტი გამოთქვეს მრავალი ქვეყნის ხელმძღვანელებმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ხვალ გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს.

 

https://youtu.be/4b7byi5ZhbQ

 

https://youtu.be/UCQ8kFo4HVY

banner
წინა სტატიაშიმოგერინიმ სირიაში გაზის გამოყენების გამო ასადს დააკისრა პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიაპარიზში სანქტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის გამო ეიფელის კოშკზე განათება ჩააქრეს