სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველმა ღამემ მოსახლეობისთვის მშვიდად ჩაიარა

23სირიაში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირველმა ღამემ ექსესების გარეშე ჩაიარა, თუმცა, მცირეოდენი ინციდენტები მაინც მოხდა -წერს “ბიბისი”.
გამოცემის კორესპონდებტის ცნობით, რომელიც სირიის ქალაქ ალეპოში იმყოფება, და სადაც უკანასკნელი თვეების მანძილზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, ღამის მანძილზე საარტილერიო სროლები მაინც ისმოდა, თუმცა ის არ იყო უწყვეტი.
რამდენიმე ჯგუფი არ შეუერთდა სამშვიდობო რეჟიმს, რომელიც გუშინ საღამოდან მოქმედებს.

სავარაუდოდ, მოსკოვი და აშშ სამშვიდობო რეჟიმის გაგრძელებაზე იმუშავებენ, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ 7 დღე, 18 სექტემბრამდე მოქმედებს.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ჟენევაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯო კერმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 9 სექტემბერს მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ არ შეცვლილა, „ოცნებამ“ და ივანიშვილმა გაუხვიეს სხვაგან
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: უარი ითქვას ეგზიტპოლების გამოცხადებაზე არჩევნების დღის 24 საათამდე