სირიაში აფეთქებული ვეტმფრენი მი-28h “ღამის მონადირე” უცხოპლანეტელებს გადაეყარა (ვიდეო)

https://youtu.be/xQHZlCe3Uws

სირიაში აფეთქებული რუსული ვეტმფრენი, Ми-28Н “ღამის მონადირე” შესაძლებელია, ჰაერში უცხოპლანეტელებს გადაეყარა – ასეთი აზრი გაუჩნდა ამერიკელ უფოლოგს სკოტ კ. უორინგს, რომელიც მან რუსი სამხედროების განცხადებისა და გავრცელებული ვიდეოს შემდეგ გააკეთა. როგორც უფოლოგი აღნიშნავს, რუსულმა მედიამ თავის დროზე, შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით (რომელიც, სავარაუდოდ, რუსი სამხედროებიდან იყო) გაავრცელა, რომ “რუსულ Ми-28Н-ს რაღაც წინააღმდეგობა შეხვდა”. უფოლოგი ამბობს, რომ ასეთ მანძილზე ვეტმფრენს არ შეიძლება რაიმე წინააღმდეგობა შეხვდეს. გარდა ამისა, ვეტმფრენის ავარიის ადგილი ფაქტობრივად მხოლოდ დაბლობია, სადაც არ მდებარეობს არც ერთი მთა ან გორაკი, რომელსაც “ღამის მონადირე” თეორიულად დაეჯახებოდა.

სკოტ კ. უორინგი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კატასტროფის რაიონის მცხოვრებლები კატასტროფამდე ერთი დღით ადრე ცაში, თითქოსდა, მოძრავ ცეცხლებს აკვირდებოდნენ, რომელიც მათ, ლოგიკურად, რუსულ ავიაციად ჩათვალეს, თუმცა გაოცებულები იყვნენ ობიექტის სისწრაფით და ცეცხლით. იმავე დღეს, საღამოს საათებში, მოსახლეობას ტელევიზორების და მობილური ტელეფონების პროლემა შეექმნა, რაც ასევე მიუთითებს უცხოპლანეტელების რაიონში ყოფნას.
ამერიკელი უფოლოგი, ასევე, ეყრდნობა რუსული ავიაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც რამდენჯერმე დაფიქსირებულია თუ როგორ აცილებს უცნაური თეფში სირიის ან რუსულ ავიაციას.

მაგალითად, 2014 წლის ბოლოს, სირიის არმიის თვითმფრინავს, ორმა უცხოპლანეტელმა შეუტია, რომლებმაც სრულიად დაბლოკეს ბორტის აპარატურა. დაფრენის შემდეგ სირიელ პილოტემა ვერ გაიხსენეს რა მოხდა (ნახეთ ვიდეო).
გასული წლის ბოლოს, დრონმა უცნაური საფრენი აპაარტი დააფიქსირა, რომლებიც ბომბების აფეთქების ადგილას იყო. ობიექტები, ადგილობრივი უფოლოგების მიერ ვიდეოს ყურადღებით შესწავლის შემდეგ აღმოაჩინეს (იხ. ვიდეო).

25-დან 26 ნოემბრის ღამეს, ხმეიმიმის პროვინციაში, რომელიც ლატაკიაში მდებარეობს, სადაც რუსული სამხედროები არიან განთავსებული, ვიზუალურად დაფიქსირდა ამოუცნობი ობიექტის გადაფრენა. ამასთანავე, ყველანაირი საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა მწყობრიდან გამოვიდა, რუსულ ავიაციას კი მეორე დღის ბოლომდე ფრენა არ განუხორციელებია.
ბოლოს, აკოტ კ. უორინგმა სინანული გამოთქვა, რომ მათ საშუალება არა აქვთ ვეტმფროების ნამსხვრევები დაათვალიერონ, სადაც შესაძლებელია ანომალიური მოვლენების კვალი იყოს. მისივე აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვეტმფრენი მფრინავ თეფშს დაეჯახა, ამას საზოგადოება ოფიციალური წყაროებიდან ვერასდროს გაიგებს.

 

https://youtu.be/xQHZlCe3Uws

https://youtu.be/6D6txA32gyY

 

https://youtu.be/Mv9JP2BrNhU

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე „პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე“ მსჯავრდებული სამივე პირი გამართლდა
შემდეგი სტატიადღეს ყველაზე დაბალი ეკონმიკური ზარდაა ბოლო 5 წლის განმავლობაში