სირიაში 4 რუსი ჟურნალისტი და 5 სამხედრო დაიჭრა

სირიის ქალაქ დაირ-ელ-ზავრში აფეთქების შედეგად 4 რუსი ჟურნალისტი და 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც ტელეკომპანიების “НТВ”-ს და “Звезда”-ს ჟურნალისტები მუშაოდნენ ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში. ჭრილობები მიიღეს ილია უშენინმა, თემურ ვორონოვმა, კონსტანტინე ხუდოლეევმა და დიმიტრი სტარობროდსკიმ. დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა ვინაობა არ სახელდება.
დაშავებული ჟურნალისტები და სამხედროები სასწრაფოდ გადაიყვანეს”ჰმეიმის” ავიაბაზის ჰოსპიტალში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ 3 ნოემბერს დაიბრუნა კონტროლი ქალაქ დაირ-ელ-ზავრზე, რომელსაც 3 წლის განმავლობაში აკონტროლებდა “ისლამური სახელმწიფო”.

banner
წინა სტატიაშიუკრაინას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეწვევა
შემდეგი სტატიათბილისის მე-5 მოწვევის საკრებულო ბოლო სხდომას გამართავს