სირიამ ისრაელის ავიადარტყმას ტერაქტი უწოდა

სირიამ ისრაელის ავიადარტყმას ტერაქტი უწოდა

სირიამ ისრაელის ავიადარტყმას ტერაქტი უწოდასირიის ხელისუფლებამ ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალების ავიადარტყმებს ქალაქ ჯარამანაში, რომელიც დამასკოსთან ახლოს მდებარეობს, ტერაქტი უწოდა – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
დარტყმების შედეგად გარდაიცვალა “ჰესბოლას” ლიდერი სამირ კარტარი, რომელსაც ადრე სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ისრაელის ოთხი მოქალაქის მოკვლისთვის. კარტარმა ისრაელის ციხეში 29 წელი გაატარა და 2008 წელს სახელმწიფოებს შორის ტყვეების გაცვლის პროგრამით იქნა განთავისუფლებული.
“მინისტრთა კაბინეტი განიხილავს ტერაქტს, რომლის დროსაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის გმირი სამირ კანტარი” – ნათქვამია სირიის სამთავრობო განცხადებაში.
ლიბანურმა დაჯგუფებამ “ჰესბოლა”, რომელიც ოფიციალურ დამასკოსთან თანამშრომლობს, კანტარის დაღუპვა დაადასტურა და მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელის მთავრობას დააკისრა.
ისარელი სირიის ტერიტორიაზე პერიოდულად ანხორციელებს თავდასხმას ჯიჰადისტების წინააღმდეგ. ამასთანავე, ისრაელი საერთაშორისო კოალიციაში, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, არ შედის.

banner
წინა სტატიაში“ბარსელონა” – მსოფლიოს საუკეთესო გუნდი
შემდეგი სტატიაჩინეთმა აშშ სერიოზულ პროვოკაციაში დაადანაშაულა