სირია აშშ-ს “ისლამურ სახელმწიფოსთან” შეთქმულებაში ადანაშაულებს

სირია აშშ-ს “ისლამურ სახელმწიფოსთან” შეთქმულებაში ადანაშაულებს ავიადარტყმა, რომელიც აშშ-ს მეთაურობით კოალიციამ განახორციელა სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორში, ადასტურებს, რომ ვაშინგტონი ტერორისტების თანამზრახველია, მათ შორის, “ისლამური სახელმწიფოსი”- ამის შესახებ სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვალიდ მუალემ დღეს, 24 სექტემბერს გაეროს გენერალურ ანამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“სირიის მთავრობა აგრესიაზე აშშ-ს აკისრებს პასუხისმგებლობას, რადგანაც ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ მომხდარი წინასწარ განზრახული იყო და არა შეცდომა, როგორც ამას აშშ ამტკიცებს. ეს აგრესია ადასტურებს იმას, რომ აშშ და მისი მოკავშირეები “ისლამური სახელმწიფოს” დანაშაულებების თანამზრახველები არიან” – განაცხადა სირიელმა მინისტრმა.
დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-მ სირიას კრემლის პირით ბოდიში შეუთვალა აღნიშნულ დაბომბვასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშილუგანსკელი სეპარატისტების ყოფილმა ლიდერმა თავი მოიკლა
შემდეგი სტატიაგაერო: ალეპოს ავიადარტყმებმა ქალაქი წყლის გარეშე დატოვა